დღეს საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა საქართველომ ჯგუფში ბრაზილია დაამარცხა და ამ გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გამსვლელ 12 ნაკრებში მოიპოვა ადგილი.
ამის შემდეგ ფლეიოფში ხორვატიასთან დამარცხდა და მე-9 -12 ადგილისთვის შეხვედრებზე გადაერთო.
საქართველომ პირველ შეხვედრაში სწორედ სამხრეთ აფრიკა დიდი ანგარიშით 20:7 დაამარცხა და ამ გამარჯვებით უკვე გაინაღდა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე 16-დან 10 საუკეთესო ნაკრებს შორის ადგილი.
საქართველოსა და იაპონიის ნაკრების მატჩი 1 ივლისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს სახოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი საქართველო მას მერე მოხვდა, რაც რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოკვეთეს.