ნატო-ს სამიტი

30 ივნისი 2022, 11:25 664 ნახვა

“შევთანხმდით გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებთან, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხეს განიცდიან, მათ შორისაა საქართველოც – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ამბობს, რომ პრაქტიკულ, ისევე პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის ახალი პაკეტით გააქტიურებენ. მათ შორის, ნატო-ს კიბერ წვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში