უაღრესად ვაფასებთ დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას - პრემიერი

30 ივნისი 2022, 10:43 868 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს წვლილს.

„უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს“, –აღნიშნავს საქართველოს პრემიერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი