ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე წრეშია

29 ივნისი 2022, 21:03 1392 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა. ნიკა დიდი სლემის 1/32 ფინალში ფრანგ ქუენტინ ჰალისს დაუპირისპირდა და მეტოქე 4 სეტში ანგარიშით 7:6, 0:6, 7:5, 7:6 დაამარცხა.

ქართულ-ფრანგული საჩოგბურთო დაპირისპირება 2 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ყველაზე პრესტიჟულ დიდ სლემზე ბასილაშვილმა პირადი საუკეთესო შედეგი გაიმეორა და მესამე წრეში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ტიმ ვან რიტოოვენისა და რეილი ოპელკას წყვილში გამარჯვებული იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილმა პირველ წრეში ჩეხი ლუკაშ როსოლი 3:2 დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი