საგრანტო პროგრამა სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის

29 ივნისი 2022, 19:34 1047 ნახვა

ქედის მერიაში ,,მწვანე საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში აგროსერვის ცენტრის დირექტორმა და მოადგილემ შეხვედრა გამართეს. ,,მწვანე საგრანტო პროგრამა“ ითვალისწინებს ენერგოეფექტურ და განახლებად მზის ელექტრო სისტემაზე წვდომის გამარტივებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ ოჯახებს ელექტროენერგიის ხარჯების დაზოგვას და ბუნებრივი (ტყის) რესურსის ზეწოლის შემცირებას.პროგრამის გრანტის ღირებულება 90 % - ია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა საერთო ღირებულების 10 % -ს შეადგენს. განაცხადების მიღება 11 ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი