არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ როსტოკის დელეგაციას შეხვდა. ბათუმის მერმა მხარეებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ამ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.ისაუბრეს ტურიზმის, ეკონომიკისა და ქალაქის განვითარების პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით მხარეების გამოცდილების გაზიარების, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე.დელეგაციის წევრებმა ბათუმის მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მალე ბათუმის დელეგაცია ქალაქ როსტოკს ეწვევა.შეხვედრის ბოლოს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.