საზოგადოება საჭირო სიმართლით თუ არ აღიჭურვება, თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის - ეს არის ციტატა ერთობლივი განცხადებიდან, რომელიც ქართული ოცნებიდან წასულმა სამეულმა გააკეთა. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს, ამაში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს.