„ქართული ოცნება„ სამმა დეპუტატმა დატოვა

29 ივნისი 2022, 12:11 907 ნახვა

''ქართული ოცნება“ სამმა დეპუტატმა დატოვა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ. ამის შესახებ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ თქვა. სამივე დეპუტატი ასევე ტოვებს საპარლამენტო თანამდებობებსაც.

მდინარაძემ დეპუტატების გადაწყვეტილების მიზეზებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ სამი დეპუტატის აზრით საზოგადოების მიმართ „დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით", არ იყო საკმარისი. დღის ბოლოს პარტიიდან წასვლის მიზეზი ახსნა თავად სოზარ სუბარმა. მისი თქმით, რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, რომლის ფონზეც გაჟღერდა განცხადებები, სადაც „პირდაპირ ითხოვდნენ ომში ჩართვას“.

საუბარში ამბობს, რომ ამ თემაზე მან უნდა უთხრას საზოგადოებას უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის შესაძლებლობა ჰქონდა, როგორც მმართველი გუნდის წევრს. 

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ აქვთ, გარდა ერთისა, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი