მონაწილეობითი ბიუჯეტი პროექტი ხულოში

28 ივნისი 2022, 19:32 1161 ნახვა

ხულოში მონაწილეობითი ბიუჯეტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. თვითმმართველობაში 11 იდეა დარეგისტრირდა და მეორე ეტაპზე 6 გადავიდა. მოქალაქეები ძირითადად დაბაში ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ. პროექტები სპეციალურმა საბჭომ განიხილა და გადაარჩია. გამარჯვებულ პროექტს მოსახლეობა ივლისის ბოლოს არჩევნებით გამოავლენს. მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის ხულოში 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. წელს თვითმმართველობა პროექტებს შეიძენს, მომავალ წელს კი  მათ უშუალოდ განახორციელებს. მონაწილეობით ბიუჯეტში მხოლოდ დაბა ხულოა გათვალისწინებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში