დეპუტატ არმაზ ახვლედიანის თავდასხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტებზე. "თქვენ ხართ მოგუდულები, არ გაგაჩნიათ სირცხვილის გრძნობა, ნუ აგეწვებათ" სწორედ ამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა მან ორივე მედიის წარმომადგენელს, თუმცა რამ გამოიწვია ახვლედიანის მხრიდან აგრესია საზოგადოებრივი მაუწყებლების მიმართ გაუგებარია, ისმოდა ბრალდებები თითქოს აჭარის მაუწყებლის ეთერში არმაზ ახვლედიანს წელიწადში მხოლოდ ორჯერ დაეთმო საეთერო დრო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ის გასულ კვირასაც იყო სტუმრად ჩვენს ეთერში. არმაზ ახვლედიანის ბრალდებას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პირველმა მოადგილემ უპასუხა,ასევე ვახო ხუზმიაშვილმა სახალხო დამცველს მოუწოდა საქმით დაინტერესდეს, ვინაიდან დეპუტატის მიერ დღევანდელი ფაქტი იყო ზეწოლა მაუწყებელზე.