გიგი უგულავას გათავისუფლებას ექსპერტები ეხმაურებიან, განცხადებები გაკეთდა უმრავლესობასა და უმცირესობაშიც. ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე არ გამორიცხავს, რომ უგულავას სხვა საქმეებთან დაკავშირებით მოუხდეს პასუხისგება. ექსპერტები კი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობენ. ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი ბოკერია გუნდის მთავარ პრიორიტეტად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას მიიჩნევს.