ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოვება

28 ივნისი 2022, 11:26 181 ნახვა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ოლიმპიადა სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა.

საკონკურსო ტურები 10-ზე მეტ საგანში ჩატარდა, მათ შორის ქართულ და უცხოურ ენებში, ასევე  ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათი განცხადებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მშობლიურ ენებზე მიეღოთ, უსინათლო მოსწავლეებისთვის კი ოლიმპიადაზე ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ტესტები იყო წარმოდგენილი.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ ყოველწლიურად იმართება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში