იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე ხელმეორედ, ხუთი წლის ვადით აირჩია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩინჩალაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კონსულტაციაში მონაწილეობა სააპელაციო სასამართლოს 53-მა მოსამართლემ მიიღო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი. ის ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა, ხოლო 5-წლიანი მუშაობის ვადა 2022 წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.