ბორჯღალოსნების ზაფხულის სერიებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სტადიონების სალაროებშიც დაიწყო

27 ივნისი 2022, 18:02 1661 ნახვა

ბორჯღალოსნების ზაფხულის სერიებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სტადიონების სალაროებში დღეიდან იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტ "Tkt.ge" -ზე უკვე დაწყებულია.

თამაშების განრიგი კი ასეთია:

  • საქართველო - არგენტინა | 3 ივლისი, 18:00 "აია არენა";
  • საქართველო - იტალია 10 ივლისი, 20:00, ბათუმის "აჭარაბეთ არენა";
  • საქართველო - პორტუგალია 16 ივლისი, 18:00,"აია არენა".

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში