ყინულის სახლის და საცურაო აუზის მშენებლობის საკითხი – ბრალდება და გამოხმაურება

27 ივნისი 2022, 14:14 896 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და  საგამოძიებო უწყებებს თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  მშენებელ კომპანია „ვესტინკორ ლიმიტედს“ დაუსრულებელ სამუშაოებში  20 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს, მისი განცხადებით,  ამ კომპანიისთვის ავანსის სახით უკვე გადახდილი აქვთ 9 მილიონი ლარი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება დიდი ხნის წინ შეწყდა. სამუშაოების ნაწილი კი, რომელიც კომპანიას შესრულებული აქვს, საბაზრო ღირებულებით შეფასდა და თანხის ნაწილიც კომპანიას დაუფარეს. აჭარის ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ კონკურსის წესით უკვე გამოვლენილია ახალი კომპანია, რომელიც პროექტირების დოკუმენტზე მუშაობს. 

მისივე თქმით, მიმდინარე წლის აჭარის ბიუჯეტში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის პროექტისთვის  მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული. დამატებით კი საქართველოს მთავრობა პროექტს 20 მლნ ლარით დააფინანსებს.

უწყების მიერ მოწოდებული  ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში  ტერიტორიაზე მოეწყო საძირკველი, ყინულის არენის ფოლადის კონსტრუქცია, ასევე ვენტილაციის და განათების პროჟექტორები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი