ქველმოქმედება სიცოცხლის გადასარჩენად - ამ სახელწოდებით კონცერტი გაიმართა ბათუმში ანსამბლ ,,არსიანის“ საკონცერტო დარბაზში.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა მუსიკალურ ბენდთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი მეგობრის ოჯახის დასახმარებლად გამართა.
ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტიდან შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებული მეგობრის ოჯახს მკურნალობისთვის გადაერიცხება.