პირი, რომელმაც 2 დღის წინ ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია

26 ივნისი 2022, 14:14 1180 ნახვა

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პოლიციამ  წარსულში ნასამართლევი 30 წლის  ახლგაზრდა  თბილისში დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები სამ ადამიანს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი