ვეტერანთა ტურნირი ფრენბურთში

26 ივნისი 2022, 14:13 976 ნახვა

ბათუმში დასრულდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთისა და  სამაჩაბლოს ბრძოლებში მონაწილის თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ფრენბურთში. ვეტერანთა შორის გამართულ შეჯიბრებაში თორმეტი გუნდი მონაწილეობდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „ბათუმმა“ „ხარაულა“ დაამარცხა, ტურნირის გამარჯვებული კი „ცაგერი“ გახდა, რომელმაც ფინალში ბათუმის „ინტერნაციონალი“ დაამარცხა.

შეჯიბრებას ორგანიზება აჭარის ვეტერანთა სამსახურისა და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გარდა, თემურ ზაქარაძის ოჯახმა და ბათუმის სპორტულმა ცენტრმა გაუწიეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი