„მონაწილეობითი ბიუჯეტი“ ქედაში

26 ივნისი 2022, 10:59 670 ნახვა

ქედაში „მონაწილეობითი ბიუჯეტის'' ფარგლებში დარეგისტრირებული იდეების კენჭისყრა მიმდინარეობს. მოსახლეობამ   222 იდეა უკვე  დაარეგისტრირა, საიდანაც შემდეგ  ეტაპზე 205-ი გადავიდა.

მოსახლეობა ძირითადად ითხოვს, როგორც პარკებისა და სკვერების ასევე სათამაშო და სავარჯიშო ტრენაჟორების სივრცეების მოწყობას. ადგილობრივებს  ასევე სურთ სოფლის სახლის რეაბილიტაცია,  შენობისთვის ინვენტარის შეძენა, გზების ბეტონირება და გარეგანათების მონტაჟი, ამასთან ინტერნეტ მოდემების შეძენა.

საარჩევნო პროცესს, ისევე როგორც კარდაკარ კამპანიას ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღა“ ახორციელებს.

არჩევნები დილის 10 საათიდან 18 00 საათამდე მიმდინარეობს და დღეს სრულდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი