ახალგაზრდა ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა 200 მეტრ დისტანციაზე შესარჩევი გაცურვა მოიგო და ფინალში გადავიდა, სადაც 1000 მეტრიან დისტანციაზე გაცურა.
ალექსანდრემ გასულ წელს პორტუგალიაში 23-წლამდელთა შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც შეძლო ოქროს მედლის მოპოვება და შესაბამისად ტიტული შეინარჩუნა.