ბათუმის საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში.
აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად დააფინანსებს სტუდენტების სწავლებას გერმანიის უნივერსიტეტში.
პროგრამა ხორციელდება ფლენსბურგის უნივერსიტეტის ნავიგაციის ფაკულტეტზე უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
სტუდენტების ევროპული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში მოქმედ ყველა უნივერსიტეტში ხორციელდება პროგრამა, რაც სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს.