ქართველი მორაგბეები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ. საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო ლიგა „ტოპ-14“-ის ფინალში გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის მონპელიემ - ლევან ჩილაჩავას კასტრის ოლიმპიკი 29:10 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.
მონპელიემ გადამწყვეტი უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვა და კასტრისთვის შანსი მატჩის ბოლომდე აღარ მიუცია.
ლევან ჩილაჩავა სათადარიგოთა სკამზე იყო და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო გელა აფრასიძე გამარჯვებულთა რიგებში მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა.