იტალიის დედაქალაქ რომში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. 125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველმა ფალავანმა პოლონელი რობერტ ბარანი 6:0 დაამარცხა.
რაც შეეხება გივი მაჭარაშვილის ის ფინალში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.
საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა.