აჭარაში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია დაფუძნდა

24 ივნისი 2022, 18:41 1479 ნახვა

დღეს აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრა ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებდა. აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი. აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ბათუმის სპორტის სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია კობალაძე უხელმძღვანელებს, ვიცე-პრეზიდენტებად კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ბესი ჩიბურდანიძე და ირაკლი დარცმელიძე აირჩიეს. გენერალური მდივანი აჭარის სპორტის დეპარტამენტის სპორტული ტურიზმის უფროსი სპეციალისტი თამარ ტუღუში იქნება. ასოციაციის ძირითადი მიზანი ქართული სპორტის პოპულარიზაცია და ჟურნალისტიკის ამ სფეროს განვითარება იქნება. აღნიშნული ორგანიზაცია აჭარაში 1995 წელს დაფუძნდა, რომლის ხელმძღვანელი მუხრან კობალაძე იყო, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ასოციაცია ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა. აჭარაში მოქმედი სპორტული ჟურნალისტების ძალისხმევით ორგანიზაცია ხელახლა დაფუძნდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში