„შინ ევროპისკენ“ პარლამენტთან აქცია დღესაც გაიმართება. აქცია „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით ტარდება.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოცხადდება მოთხოვნები საქართველოს დეოლიგარქიზაციის მიზნით და საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
მათივე ინფორმაციით, საზოგადოება გაიცნობს ადამიანების ფართო გაერთიანებას, რომელიც „საქართველოს შინ, ევროპისკენ გაუძღვება“.