გაუფასურებული ლარი

07 იანვარი 2017, 00:00 2133 ნახვა

ეროვნული ვალუტა გუშინდელთან შედარებით კიდევ სამი თეთრით გაუფასურდა. ლარის დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2 ლარი და 76 თეთრია. კომერციულ ბანკებში დღეს ლარის გასაყიდი ღირებულება 2 ლარი და 69 თეთრიდან 2 ლარსა და 73 თეთრამდე მერყეობს. თითქმის ანალოგიურია გაცვლითი კურსი სავალუტო ჯიხურებშიც. ლარი თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი ორშაბათს დაადგენს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი