ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც მეტს ვიმსახურებდით, ჩვენ მიერ გაღებული სისხლია, სამჯერ ვიომეთ რუსეთის წინააღმდეგ, მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა - პრემიერი

23 ივნისი 2022, 16:54 869 ნახვა

ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენ მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა.

„ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს და ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში, აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი