ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს სათათბირო, რომელმაც ბათუმის ავარიულ სახლებთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებები უნდა განიხილოს, ოპოზიციის მიერ წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტდეს.
ამის თაობაზე პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა და პარლამენტის უფრაქციო წევრმა არმაზ ახვლედიანმა ბრიფინგი გამართეს.
როგორც დეპუტატებმა განმარტეს, მათი მოთხოვნაა ასევე, რომ ძველ ბათუმში K2 კოეფიციენტი არ გაიზარდოს.