ცვლილება სამშენებლო კოდექსში - ექნება თუ არა უფლება ბათუმის მერს გაზარდოს K2?

23 ივნისი 2022, 11:58 895 ნახვა

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სამშენებლო კოდექსში ცვლილება უნდა შევიდეს. ამ ცვლილების შემდეგ ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის  კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობას ბათუმის მერი გასცემს.

პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დილიდან განიხილავდნენ.

კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ინიციატივაში ცვლილების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო. 

ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მერი საკრებულოს განაშენიანების მაქსიმალური ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნით სათათბიროს საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში მიმართავს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი