ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში - გადამწყვეტ სამიტამდე ორი დღე რჩება, დღეს კი ევროპარლამენტში ტრიოს ქვეყნებზე დებატები იმართება, კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებენ. ევროპარლამენტი კი დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს და გაიზიარებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ევროკომისია გასცემს. მიიღებს თუ არა იმავე გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 ლიდერი, ეს საბოლოოდ 23 - 24 ივნისს გადაწყდება. დებატების პარალელურად, მედიასთან კომენტარები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა. მათი ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ერთნაირ მიდგომას ისურვებდა.