უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. ქვეყანაში დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობდა - პრემიერი

22 ივნისი 2022, 15:30 696 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებამ 2012 წელს უმძიმესი მემკვიდრეობა გადაიბარა, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, და ოჯახებს ანადგურებდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა.

''მაშინ არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან. ჩვენ მიერ მიღებული და გატარებული რეფორმების შედეგად, 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა. ამ მაჩვენებლით ბევრად წინ ვუსწრებთ მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ასეთი მემკვიდრეობის შემდეგ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არავითარი მედია თავისუფლება არ არსებობდა ქვეყანაში, არავითარი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობდა, და მთლიანად სახელმწიფო მანქანა, სისტემა იყო გადაქცეული რეპრესიულ სისტემად, ჩაგვრის და მოქალაქეების განადგურების სისტემად.

ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი. რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ თქვენ, ძვირფასო ბატონებო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი