ეკო გორგოძე უიმბლდონზე ითამაშებს

22 ივნისი 2022, 10:09 967 ნახვა

საჩოგბურთო სამყაროში სულ მალე უიმბლდონი დაიწყება. ქალთა ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას მარიამ ბოლქვაძე იღებს.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში რეიტინგის 135-ე ნომერს, ამერიკელ ალისია პარკს დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად ორ სეტში 6:1 6:2 დაამარცხა. მარიამი მომდევნო წრეში  იანა ფეტს დაუპირისპირდება.

ასევე გეტყვით, რომ უიმბლდონის ძირითად ბადეში ეკო გორგოძე ითამაშებს.

ქართველ ჩოგბურთელს კვალიფიკაციის გავლა დაფიქსირებული სარეიტინგო ქულების გამო არ უწევს. გორგოძე ამჟამად 580 ქულით 113-ე ადგილს იკავებს.

როგორც მოგეხსენებათ, უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი 128 ჩოგბურთელი ხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში