ქობულეთის ''შუქურამ'' ეროვნული ლიგა ორის მე-16 ტურის შეხვედრაში მთავარი კონკურენტი მარტვილის ''მერანი'' გასვლაზე დაამარცხა.
მატჩი ქობულეთლების გამარჯვებით 2-3 დასრულდა.
მე-4 წუთზე ლექვთაძემ მუსელიანს გაატანინა და შავიზღვისპირელები წინ გავიდნენ.
39-ე წუთზე ფონიავას გადაცემით სილამ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრდა.
ტაიმის მიწურულს 42-ე წუთზე კახაბერ კაკაშვილმა გაიტანა და ''შუქურამ'' ტაიმი 1-2 მოიგო.
65-ე წუთზე ბაშალეიშვილმა მესამე გოლი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა გაზრარდა.
82-ე წუთზე ფონიავამ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა, გოლი კი გაგოშიძემ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-3 დააფიქსირა.
12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ რევაზ გოცირიძის გაწვრთნილ გუნდს 26 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება . მეორე პოზიციაზე კი 13 თამაშში 21 ქულით მარტვილის ''მერანია''.
შეგახსნებეთ რომ ლოგა 2-დან ''შევარდენი'' და ზუგდიდის ''დინამო'' მოიკვეთა. შემდეგ ტურში ''შუქურა'' 26 ივნისს შინ ''გარეჯს'' უმასპინძლებს.