გუშინ რაც ვიხილე იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის - კარლ ჰარცელი

21 ივნისი 2022, 12:07 723 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი გავიდა გარეთ, რომლებსაც სურთ ქვეყანამ ისარგებლოს შესაძლებლობით, რომელიც ევროკავშირმა მისცა. 

კარლ ჰარცელის თქმით, ეს იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის მხარდასაჭერად. 

„პოლიტიკურ ხასიათთან დაკავშირებით კომენტარები გვერდზე გადავდოთ. არ გავაკეთებ კომენტარს, მხოლოდ ვიტყვი, რომ კანონიერ, მშვიდობიან ჩარჩოებში დარჩენა არსებითია. რაც გუშინ მოვისმინე იყო ის, რომ გარეთ გამოვიდა ძალიან ბევრი რიგითი ქართველი, რომელთაც სურთ, საქართველომ ისარგებლოს მომენტით, შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცა და გადადგას სწორი ნაბიჯები წინ, რეალურად წინ წაწიოს საქართველოს ევროპული დღის წესრიგი.

ნებას თუ დამრთავთ, შეგახსენებთ იმას, რაც კომისიამ თქვა პარასკევს. უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის მომავალი წევრი, რაც არ აგვერიოს მკაფიო „დიახში“ ევროპული კომისიისგან“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი