„იუ-ეფ-სი“-სქართველი მებრძოლი, ბათუმელი რომან დოლიძე სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ საშუალო წონის მებრძოლმა რომან დოლიძემ ოსტინში მიმდინარე ღონისძიების გახსნით ჩხუბში 29 წლის ამერიკელი კაილი დოკასი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში მეათე, „ემ-ემ-ეი“-ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში კი მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
33 წლის ქართველმა უეფსი-ში ნოკაუტით მეორე შეხვედრა მოიგო.