„დინამო“ ბათუმი „ტორპედოს“ უმასპინძლებს

21 ივნისი 2022, 10:04 786 ნახვა

გუშინ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის სამი მატჩი გაიმართა. გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, რითაც „სამგურალის ათმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

თბილისის „დინამომ“ „გაგრას“ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა, „ლოკომოტივი“ კი „სიონთან“ 1:5 დამარცხდა. დღეს ეროვნული ჩემპიონატის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.

„თელავი“ „საბურთალოს“ ესტუმრება, „დინამო“ ბათუმი კი ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

სატურნირო ცხრილს 38 ქულით კვლავ გია გეგუჩაძის გუნდი ლიდერობს, მეორე ადგილს დაუბრუნდა თბილისის „დინამო“, რომელსაც 35 ქულა აქვს. „სამგურალმა“ კი 33 ქულით მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

„დინამოსა“ და „ტორპედოს“ მატჩი 21 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი