საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან შესაძლებელია

20 ივნისი 2022, 14:13 753 ნახვა

აბიტურიენტების, საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა  და მაგისტრანტობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალ 10:00 საათიდან შეგიძლიათ.  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.  

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების  გარეშე.  ერთიანი ეროვნული გამოცდები  4 ივლისს  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში