გენადი ჩხაიძის სახელობის ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი მოჭიდავე მონაწილეობდა.
გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.გენადი ჩხაიძე ვეტერანი მოჭიდავეა, ის მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი, სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილე, საქართველოსა და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.