ვაკანტური პოსტები აჭარის მთავრობაში

06 იანვარი 2017, 00:00 3473 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ჩვენი ინფორმაციით, მამუკა ბერძენიშვილმა ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, რაც მას სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზეს, რომელსაც არ დათანხმდა. რატომ გახდა ადგილმონაცვლეობა მისთვის მიუღებელი, უცნობია. ბერძენიშვილმა დღეს,  სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.რეგიონი, კიდევ ერთი საკადრო ცვლილების მოლოდინშია. ბოლო ორი დღეა, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, ბულვარის დირექტორის შეცვლაზე. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ეს თანამდებობა, ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსმა დაიკავოს. ეთერ მაჭუტაძე ინფორმაციას არ უარყოფს და კონსულტაციების  ფაქტს ადასტურებს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი