სალომე ზურაბიშვილის აქციას არ შეუერთდა „ქართული ოცნება“. მმართველ პარტიაში განმარტეს, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 % უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას აქცია დააკნინებს.
დღევანდელ შეკრებაში არსი ვერ დაინახა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა აპირებენ 20 ივნისს „სირცხვილიას“ დაგეგმილ აქციას დაესწრონ - მიზანი კი ერთია, ასე გამოხატონ საკუთარი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლისკენ. ოპოზიციის სხვა ნაწილში კი თქვეს, რომ რაც მეტი აქცია გაიმართება ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
განსხვავებული პოზიცია აქვს პარტია „გირჩს“, სადაც ამბობენ, რომ მხარდამჭერები მოენატრათ და რადგან აქციებია მოდაში სწორედ ეს ფორმა აირჩიეს.