თბილისში დღეს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

16 ივნისი 2022, 12:07 630 ნახვა

„ერთად ვაჩვენოთ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა“  - რამდენიმე საათში ევროპის მოედანაზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიის წევრები და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეიკრიბებიან. აქციაზე მივა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი,  საქართველოში გერმანიის ელჩი, ასევე აქციას დაესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

ვინ აპირებს მისვლას პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე პარტიებიდან? - როგორც ცნობილია, ევროპის მოედანზე არ მივა ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის," პარტია "საქართველოსთვის" და "გირჩის" წარმომადგენლები. ყველა მათგანს განსხვავებული მიზეზი აქვს. არც მმართველი გუნდი გეგმავს დღევანდელ აქციაზე მისვლას.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ისედაც ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% ემხრობა ევროპაში ქვეყნის ინტეგრაციას და ასე სპონტანურად და მოუმზადებლად გამართულმა აქციამ შესაძლოა არც თუ კარგად წარმოაჩინოს ქვეყანა.

ასევე 20 ივნისსაა  დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით. კიდევ ერთი აქცია 18 ივნისს პარტია გირჩმა დააანონსა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში