უკრაინის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართა და აცნობა, რომ უკრაინელი ძიუდოისტები „აი-ჯი-ეფ“-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის მიზეზი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეჯიბრებებზე დაშვებაა.
„რუსებმა ძიუდოს სამი მწვრთნელი მოკლეს, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ოკუპანტებმა 500 სპორტული კომპლექსი გაანადგურეს. გარდა ამისა, რუსეთისა და ბელარუსიის სპორტსმენები აგრესორი ქვეყნების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, სპორტსმენები, მწვრთნელები და ნაკრების პერსონალი ხელფასებს აგრესორი ქვეყნების სპორტისა და თავდაცვის სამინისტროდანაც იღებენ, ეს კი მათ ნეიტრალური სპორტსმენის სტატუსის ქონის უფლებას არ აძლევს“, - ნათქვამია მიხაილ კოშლიაკის წერილში.
კოშლიაკის თქმით, უკრაინელების ბოიკოტი მანამ არ შეწყდება, სანამ ფედერაცია რუს და ბელარუს სპორტსმენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის.