თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი განაჩენის თანახმად, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. მას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა. ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.