საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

15 ივნისი 2022, 11:43 958 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უკვე ძალაშია.

შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.

'' განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა ,,2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი