საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ტური ხულოდან დაიწყო.
ფესტივალში ქორეოგრაფიული და ვოკალური გუნდები, ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილებდნენ და ხელნაკეთი ნივთების ოსტატებიც ჩაერთვნენ. ხალხურ მოტივებზე შექმნილი ორმოცამდე ნომერი შესრულდა.
ფესტივალის მეორე ტური თბილისში შემოდგომაზე ჩატარდება. ორგანიზატორი ფოლკლორის ეროვნული ცენტრია.