11 საუკეთესოში 6 ქართველია

14 ივნისი 2022, 11:11 1000 ნახვა

ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო პორტალმა ვუსკორედმა უეფა-ს ერთა ლიგის C-4 ჯგუფის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა – უმრავლესობა კი საქართველოს ნაკრებიდან მოხვდა.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ივნისის ეტაპზე 4-დან 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 10 ქულით პირველ ადგილზეა.

11 მოთამაშიდან 6 საქართველოს ნაკრებიდან მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გურამ კაშია და დათა ხოჭოლავა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საშუალო ქულათა მაჩვენებელი 10-ბალიან სისტემაში 8,5 ქულაა, ხოლო მეორეზე საბა ლობჟანიძეა – საშუალო ქულა 7,4.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში