ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - “დინამო” ბათუმის მეტოქე დღეს გაირკვევა

14 ივნისი 2022, 10:20 578 ნახვა

უეფას-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამოს''5 სავარაუდო მეტოქე ცნობილია.

ეს გუნდები არიან: ყარაბაღი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), სლოვანი (სლოვაკეთი), ლინკოლნი (გიბრალტარი) და შემროკი (ირლანდია). 2021 წლის ეროვნული ლიგის ჩემპიონი გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის ''დინამო'' გახდა, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში