Politico - ევროკომისრები ნაკლებად დარწმუნებულები არიან საქართველოს მიმართ

14 ივნისი 2022, 11:03 622 ნახვა

„ევროკომისიაში ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი სავარაუდოდ საქართველოს მიმართ აქვთ“ - ამაზე გამოცემა Politico წერს. რაც შეხება უკრაინას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ქვეყანას მისცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება საქართველოს და მოლდოვას, Politico-ს წყაროთა თანახმად, ევროკომისია მხარს უჭერს სტატუსის მინიჭებას მოლდოვისთვის, რომელსაც მტკიცედ პროევროპული მთავრობა ჰყავს და ნაკლებად დარწმუნებულია საქართველოზე, რომელიც ბოლო წლებში განიცდის პოლიტიკურ რყევებს და დემოკრატიიდან შესამჩნევ უკან დახევას. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ევროკომისიაში დებატების დაწყებას წინ უძღოდა ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი კიევში, სადაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ითხოვეს უკრაინისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, რასაც, მათი განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნისთვის მორალური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ექნება.

ევროკომისია რეკომენდაციებს ამ კვირის ბოლოსთვის შეიმუშავებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, მომავალ კვირაში მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები.

სამი ქვეყანა ისევ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ბოლო ხანს, არაერთმა ლიდერმა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა უკრაინისთვის დროებითი სტატუსის მინიჭება. ამჟამად სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს თავმჯდომარე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი