ჩემპიონთა ლიგაზე “დინამო “ბათუმის მეტოქე ხვალ გაირკვევა 

13 ივნისი 2022, 11:02 953 ნახვა

ქართული კლუბები მალე ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჩაებმებიან. წელსაც, როგორც ყოველთვის, ამ მარათონში 4 კლუბით ვიქნებით წარმოდგენილნი: “დინამო ბათუმი” ჩემპიონთა ლიგაზე გამოვა, ხოლო “დინამო თბილისი”, “დილა გორი” და “საბურთალო” კონფერენს ლიგაზე დაიწყებენ ასპარეზობას. უკვე გამოქვეყნდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი.

პირველი საკვალიფიკაციო - 5/6 და 12/13 ივლისი მეორე საკვალიფიკაციო - 19/20 და 26/27 ივლისი მესამე საკვალიფიკაციო - 2/3 და 9/10 აგვისტო ფლეი ოფი - 16/17 და 23/24 აგვისტო.

თუ ბათუმელები ჩემპიონთა ლიგას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშებიან, კონფერენს ლიგაზე გადავლენ, ხოლო თუ მეორე ეტაპზე გააღწევენ და იქ დამარცხდებიან, ევროპა ლიგაზე თამაშის შანსი მიეცემათ.

საქართველოს ჩემპიონი პირველი მეტოქის შესახებ ხვალ 14 ივნისს შეიტყობს, როცა უეფას შტაბ-ბინაში წილისყრა გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში