ქალთა კლუბმა ''ბათუმმა'' ''დიდგორი'' 5:1 დაამარცხა

11 ივნისი 2022, 21:11 1522 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ბათუმმა'' ლიგა ორის გათამაშებაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო.

ბათუმელებმა ''დიდგორი'' მიიღეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხეს.

დუბლი დიასამიძემ და ხავთასმა გაიტანეს ,ხოლო ერთი გოლი ივანიძის ანგარიშზეა. 4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ''ბათუმი'' უდანაკარგოდ 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

გუნდმა 4 მატჩში 32 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 მიიღო.

პირველ პოზიციაზე მყოფ ''რაჭას'' 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 15 ქულით პირველ ადგილზეა.

მომდევნო ტურში ბათუმელი გოგონები გასვლაზე წალკაში 15 ივნისს ''ეძანს'' ესტუმრებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში